იენს სტოლტენბერგი - მივესალმები წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას - მოვუწოდებ სენატს გაუგზავნოს ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს

მივესალმები წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მივესალმები ამ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას. ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაზრდა დაემატება ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები აწვდიან…

მოვუწოდებ სენატს სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი [ხელმოსაწერად] პრეზიდენტ ბაიდენს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 19 აპრილს ნატო-უკრაინის საბჭოზე ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდებოდნენ უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სფეროში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!