შარლ მიშელი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილია კრემლისთვის, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა გადამწყვეტი 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის: ისინი, ვისაც თავისუფლების და გაერო-ს წესდების სჯერათ, გააგრძელებენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება