ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად

ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების დამტკიცებას.

ის სენატს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს კენჭისყრა.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტური უმრავლესობით ჩატარებულ პოზიტიურ კენჭისყრას. უკრაინა იმსახურებს ყველა შესაძლო მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ. ახლა, ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყაროს კენჭი, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდასაჭერად“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება