ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი - 187 მგზავრით დაეშვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში ორი სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს.

„მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი ფრენით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოვიდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც არის იმ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ორი წლის მანძილზე აქტიურად აწარმოებდა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან ავიაკომპანია Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოჰყვა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმა „შავნაბადამ“ მრავალჟამიერი შეასრულა.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო