იაგო კაჭკაჭიშვილი - „შუბი ხალთაში არ დაიმალება“, ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო - არ უნდათ გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსს კი ასე უყურებს ხელისუფლება: „ეგდოს“, არაფერს აფუჭებს

როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება“. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა: ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო მზად არ არის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, ხოლო კანდიდატის სტატუსი პროევროპელი ამომრჩევლისთვის „გადაგდებული ძვალია“.

„არ უნდათ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება. კანდიდატის სტატუსს კი ასე უყურებს ეს ხელისუფლება: „ეგდოს“, არაფერს აფუჭებს, ჩვენი პროევროპელი (და შეცდენილი) ამომრჩევლებისთვის გადაგდებული ძვალია, რათა არც ერთი ხმა არ დავკარგოთ არჩევნებში.

უკვე წლებია, ხელისუფლების მხრიდან მიდის ევროკავშირის „გაშავება“, ამ ფერხულში ჩართულია სახელისუფლო მედია, მოსყიდული „ექსპერტები“, სასამართლო, ბობოლა სასულიერო პირები, ტროლ-ბოტები...

თუმცა, ფაქტია: ხელისუფლების ანტიევროპულმა ისტერიამ ვერ შექმნა დომინანტური საზოგადოებრივი აზრი, ვერ ჩამოაყალიბა პარადიგმა, ვერ წარმოშვა ბუნებრივი აქტივიზმი... რაც მთავარია, ანტიევროპული ისტერიის გავლენიდან არსებითად ამოვარდნილი აღმოჩნდა ახალგაზრდა თაობა. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა ჩვენ”, - წერს კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

“ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი, ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

იაგო კაჭკაჭიშვილი - „შუბი ხალთაში არ დაიმალება“, ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო - არ უნდათ გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსს კი ასე უყურებს ხელისუფლება: „ეგდოს“, არაფერს აფუჭებს

როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება“. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა: ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ ვართ, შევეშვათო, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო მზად არ არის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს, ხოლო კანდიდატის სტატუსი პროევროპელი ამომრჩევლისთვის „გადაგდებული ძვალია“.

„არ უნდათ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება. კანდიდატის სტატუსს კი ასე უყურებს ეს ხელისუფლება: „ეგდოს“, არაფერს აფუჭებს, ჩვენი პროევროპელი (და შეცდენილი) ამომრჩევლებისთვის გადაგდებული ძვალია, რათა არც ერთი ხმა არ დავკარგოთ არჩევნებში.

უკვე წლებია, ხელისუფლების მხრიდან მიდის ევროკავშირის „გაშავება“, ამ ფერხულში ჩართულია სახელისუფლო მედია, მოსყიდული „ექსპერტები“, სასამართლო, ბობოლა სასულიერო პირები, ტროლ-ბოტები...

თუმცა, ფაქტია: ხელისუფლების ანტიევროპულმა ისტერიამ ვერ შექმნა დომინანტური საზოგადოებრივი აზრი, ვერ ჩამოაყალიბა პარადიგმა, ვერ წარმოშვა ბუნებრივი აქტივიზმი... რაც მთავარია, ანტიევროპული ისტერიის გავლენიდან არსებითად ამოვარდნილი აღმოჩნდა ახალგაზრდა თაობა. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა ჩვენ”, - წერს კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

“ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი, ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის