კაია კალასი - საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა.

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა უზრუნველვყოთ, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი”, - დაწერა კალასმა X-ზე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და მარაგების საკუთარი წარმოება უკრაინის დასახმარებლად.

„დროა, გვახსოვდეს, რომ ევროკავშირმა უნდა გაზარდოს საკუთარი იარაღის, საბრძოლო მასალისა და მარაგების წარმოება, რათა დაეხმაროს უკრაინას გრძელვადიან საფუძველზე. ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი საშინაო დავალება“, - აღნიშნა ტობიას ბილსტრომმა.

ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, იან ლიპოვსკი ასევე აცხადებს, რომ ევროპამაც მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

"ევროპამაც მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენი ყოყმანი და გადაუწყვეტლობა უკრაინის ეფექტური მხარდაჭერისთვის მხოლოდ წაახალისებს კრემლს შემდგომი აგრესიისკენ, რაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასი დაჯდება“, - დაწერა იან ლიპოვსკიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება