იენს სტოლტენბერგი - უკრაინა ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად იყენებს - ეს ჩვენთვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების განადგურება ევროპასა და აშშ-ს უფრო დაცულს ხდის.

„მივესალმები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას. უკრაინა ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად იყენებს. ეს ჩვენთვის, ყველასთვის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს“, - აცადებს იენს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება