აიათოლა ალი ხამენეი ირანის შეიარაღებულ ძალებს - შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, „მტრის ტაქტიკა შეისწავლონ“.

მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ისრაელის წინააღმდეგ 13 აპრილს განხორციელებული ოპერაციისთვის.

"განუწყვეტლად მისდიეთ სამხედრო ინოვაციებს და შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა", - მიმართა ირანის უზენაესმა ლიდერმა სამხედროებს.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება