ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? - კატეგორიულად არ უნდათ გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება

თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? კატეგორიულად არ უნდათ გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, მეორე მოსმენა გულისხმობს ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ, რომ ეს [კანონი] რუსულია, შეადარებ რუსულს, ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი, ქართული კანონი.

„ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ, მეორე მოსმენა, რომელიც უკვე გულისხმობს არა ზოგად საუბარს არამედ ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თქვეს, რომ საერთოდ არ გავეკარებით არცერთ მუხლს და არცერთ განხილვასო, იმიტომ, რომ აქ უკვე გამოჩნდება, რომ როდესაც კითხულობ კონკრეტულად მუხლს, იქ ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ რომ ეს რუსულია და შეადარებ ან რუსულს, ან ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ქართული კანონი, ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. გამომდინარე აქედან, თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? ამიტომ, კატეგორიულად არ უნდათ ამ განხილვებში მონაწილეობის მიღება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს