დავით მათიკაშვილი - გარე და შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი კანონპროექტია, რომ კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება

რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად ამ კუთხით რაიმე ფორმით კითხვებს დასვამს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა, რომ იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი, არგუმენტირებული კითხვების გარდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს არ სურთ, კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს.

"არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, ამაზე, რა თქმა უნდა ცხადია, ვერავის სათანადო პასუხი ვერ ექნება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება