ვოლოდიმირ ზელენსკი - Patriot-ები საჰაერო თავდაცვის სისტემები მხოლოდ მაშინაა, როცა მოქმედებენ და არა მაშინ, როცა უძრავად დგანან ბაზებში - ახლა ისინი საჭიროა უკრაინელების ხელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მხოლოდ მაშინაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, როცა ისინი მოქმედებენ - იცავენ სიცოცხლეს და არა მაშინ, როცა სადმე შესანახ ბაზებზე უძრავად დგანან.

„დემოკრატიულ სამყაროს აქვს ყველა ძალა რუსული ტერორის დასაძლევად. ახლა Patriot-ები საჭიროა უკრაინელების ხელში, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები საჭიროა უკრაინის ცაზე, რუსული რაკეტები და ირანული „შაჰედები“ უნდა დამარცხდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორიზმისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ერთად შეიძლება.

"მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, ვისაც უკვე ესმის ეს, მადლობა ყველას, ვინც ავლენს ლიდერობას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში!", - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს