აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან - ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს, კი ევროპას”, ”არა ოფშორულ კანონს”

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან.

ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები, ამიტომ აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”, ”არა ოფშორულ კანონს”.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს მიღო, რომელსაც 3-დღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება