ოლაფ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ესკალაციის შემცირებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოუწოდა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში და მისი გავრცელება რეგიონის სხვა ქვეყნებში, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა.

ამასთან, შოლცმა დაადასტურა, რომ ფედერალური მთავრობა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან „დიდი შვიდეულიდან“ და ევროკავშირიდან და კოორდინაციას უწევს ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის დროს, ნეთანიაჰუმ გერმანელ კოლეგას რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება