გურამ მაჭარაშვილი - დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - დადიან ღამე-ღამე, ჩუმ-ჩუმად, ურეკავენ მათი პატრონები იქიდან, როგორ მოაწყონ აქ დესტრუქცია

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - დადიან ასე ღამე-ღამე, ჩუმ-ჩუმად, ურეკავენ მათი პატრონები იქიდან, როგორ მოაწყონ აქ დესტრუქცია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შავბნელი საქმეებისთვის ღამე იკრიბება, იმიტომ, რომ მათთვის დღისით და გამჭვირვალედ შეკრება შეუძლებელია.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებამდე გაიშიფრებიან და თავიანთი ამომრჩევლების დიდ რაოდენობასაც დაკარგავენ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ლიდერები შფოთავენ. აშკარად, არც აქციაზე უშვებენ ბოლომდე, არც საკითხი აქვთ ისეთი, რომ ერთობლივი განცხადება გაავრცელონ, იმიტომ, რომ მიხვდნენ, მათ შორის, მათი ამომრჩეველიც, რომ გამჭვირვალობას ვინ რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, გაუგებარია. ამიტომაც ახლა რაღაცა შავბნელი საქმეებისთვის იკრიბებიან ღამე. მაგათთვის დღისით და გამჭვირვალედ შეკრება ბუნებრივად შეუძლებელია. დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის. ყველაფერს გაურბიან, რაც ნათელია და რაც სიმართლეა. დადიან ასე ღამე-ღამე ჩუმ-ჩუმად, ურეკავენ მათი პატრონები იქიდან, როგორ მოაწყონ აქ დესტრუქცია, როგორ აგინონ ეკლესიას, როგორ იყოს პროვოკაციები და ა.შ.," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება