ვიქტორ ორბანი - ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში - დასავლეთის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნას ერთი ნაბიჯი გვაშორებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთს უკრაინაში ჯარების შეყვანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბუდაპეშტის ამაში ჩათრევას არ დაუშვებს.

„ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში, ისინი ომს აღიქვამენ როგორც საკუთარ ომს და აწარმოებენ მას, როგორც საკუთარ ომს“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ ჩაფხუტების გაგზავნაზე, შემდეგ კი მკაცრ სანქციებამდე, თვითმფრინავებისა და მილიარდობით ევროს გადაცემამდე მივიდნენ.

„ფული, ფული, იარაღი, მაგრამ ვითარება არ უმჯობესდება, ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის მიერ ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

ჩვენ უნგრელებმა ვიცით რა არის ომი. ჩვენთვის საკმარისია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ გვინდა ომი და არ გვინდა, რომ უნგრეთი კვლავ იქცეს დიდი სახელმწიფოების სათამაშოდ. ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობას - შინ, ბრიუსელში, ვაშინგტონში, გაერო-სა და ნატო-ში“, - წერს უნგრეთის პრემიერი.

ვიქტორ ორბანის პოსტის შინაარსს უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება