„არა რუსულ კანონს“, „არა 83 მონას“ - ამ შეძახილებით ხელვაჩაურის მერიის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს“, „არა 83 მონას“ - ამ შეძახილებით ხელვაჩაურის მერიის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციის მონაწილეების თქმით, ქართველ ხალხს ევროპა სურს, რის შესაძლებლობასაც „ქართული ოცნება“ რუსეთის დაკვეთით ართმევს.

საპროტესტო აქციაზე ასევე, მცირე შელაპარაკება იყო „ქართული ოცნების” წევრსა და აქციის მონაწილეებს შორის.

ასევე, შეკრებილები საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, აღნიშნული დეპუტატი „რუსული კანონზე“ ხელმომწერია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება