იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

2024 წლის 16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით სიმონიამ აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან გიგა გაბელაიასთან ერთად სკოლის მოსწავლეებსინტელექტუალური სამაგიდო თამაში “ქართველი ქალები“ წარუდგინა.

„აღნიშნული თამაში შედგენილი და ორგანიზებულია ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ერთობლივი ჩართულობით.

სამსახურის დირექტორმა შეხვედრის ბოლოს ინფორმაციული დეველოპერული ჰაბის ხელმძღვანელთან ჭაბუკი ჭეიშვილთან ერთად ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობისათვის სკოლებს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება