მაია ომიაძე - ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით

2024 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს.

მაია ომიაძის განცხადებით, პირველ კვარტალში ევროპელი ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა.

„პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მზარდია“,-აცხადებს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე გრძელდება.

„ზამთრის სეზონი შეიძლება ძალიან წარმატებულად შეფასდეს, წინ გვაქვს ზაფხულის ტურისტული სეზონი და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაწყებულია კამპანიები სამიზნე ბაზრებზე ზაფხულის სეზონისთვის. კამპანიებს ვატარებთ ევროპულ ქვეყნებში: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ჩინეთში, ინდოეთსა და აშშ-ში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის 3 თვეში საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით აჭარბებს, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც პანდემიამდე პერიოდის +80.4%-ით აღდგენაა, ხოლო 2023 წელთან შედარებით ზრდა +7.6%-ია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება