ანა ბუჩუკური 29 აპრილს, პარლამენტის წინ „ქართული ოცნების“ შეკრებაზე - რომელიმე მოქალაქეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, პერსონალურად ივანიშვილის და იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებმაც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირეს

რომელიმე მოქალაქეს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, პერსონალურად ივანიშვილის და იმ ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებმაც მწვანე ღილაკს ხელი დააჭირეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 29 აპრილს, პარლამენტის წინ, „ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ერთ ადამიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს, ეს იქნება პერსონალურად ივანიშვილის და პერსონალურად ამ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი. ამ ხალხს თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის სახელს ამოეფარებიან და ინდივიდუალურად არ იქნება პასუხისმგებლობა მათზე, მათ შორის, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე, ძალიან ცდებიან. ისტორია იწერება ახლა და არქივი ყველაფერი ინახავს," - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება