მამუკა მდინარაძე - დიდი ილიას სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე, როცა ცდილობენ აქ რაღაცეები შეგვიცვალონ, ამას ქართველი არასდროს დაუშვებს

დიდი ილიას სიტყვები - მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცეები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „როდესაც ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, ამას არქმევენ რუსულ საქმეს“.

„დიდი ილიას სიტყვები - მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე. როდესაც ცდილობენ აქ რაღაცეები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს. როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი, ქრისტიანული ევროპა, მაგალითად, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც შეიძლება ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება ვიდრე სამყარო იარსებებს და ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მის მიღებასაც და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ამაში გადამწყვეტი, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება