გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩვენ ისევ ვნახავთ ხელისუფლების მიერ ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს. ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ რუსული კანონის მიღება დაგვაშორებს ევროკავშირს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან ერთხელ და სამუდამოდ დააშორებს.

„ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ და მე დარწმუნებული ვარ თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე, რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მას აქ და დააყენებენ აქციაზე, ჩვენ განცხადებებიც ვნახეთ ბევრი საჯარო მოხელეს. მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროკავშირიდან.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება