ანჯეი დუდა - თუ ნატო გადაწყვეტს, პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს, ამისთვის მზად ვართ

პოლონეთი მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდეს, თუკი ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს შეიარაღებას ბელარუსსა და კალინინგრადში, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსონ, ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - აღნიშნა დუდამ გამოცემა Fakt-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, დისკუსია პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

„ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მზადყოფნა გამოვთქვი. რუსეთი სულ უფრო მეტად ახორციელებს კალინინგრადის მილიტარიზაციას. ბოლო დროს მან თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაერო-ში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს