ტექნოპარკში იტალიის ინოვაციების და კვლევის დღე აღინიშნა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, მეხუთედ გამოცხადდა კონკურსი “STEM Study Visit to Italy”. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონკურსის პარტნიორია იტალიის საელჩო თბილისში, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია ჩOთEჩ და ინოვაციური კომპანია INNOVAWAY.

„შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 22 აპრილს თბილისის ტექნოპარკში გაიმართა იტალიის ინოვაციების და კვლევის დღე. ღონისძიების აღნიშვნა, ტრადიციულად, იტალიელი გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის (15 აპრილი) და ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი მეცნიერის რიტა ლევი-მონტალჩინის (22 აპრილი) საიუბილეო თარიღებს დაემთხვა.

ღონისძიების ფარგლებში შედგა პროექტის “STEM STUDY Visit to Italy“-ის გამარვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლის იტალიის ერთ-ერთ წამყვან ინოვაციების ცენტრსა და საერთაშორისო აქსელერატორში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს