შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა შამილოვა უძღვებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მმართველი საბჭოს შეხვედრის მიზანს პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი დანაყოფი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით სარისკო ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლს აწარმოებს ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღის, მასობრივი განადგურების იარაღისა და ბირთვული მასალები მიკვლევა-ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროექტის ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება