„საქართველოს განვითარების ფონდის“ შვილობილმა კომპანია „სტარტაპ საქართველომ“, პარტნიორ USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან ერთად კასპისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

„სტარტაპ საქართველომ“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ კასპისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, დამწყები ბისნესებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. დაინტერესებული პირების შეკითხვებს სტარტაპ-საქართველოს და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები პასუხობდნენ. კასპისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში ინოვაციური ბიზნესებისადმი მაღალი ინტერესი და აქტიურობა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს განვითარების ფონდი“ ავრცელებს.

ფონდის ცნობით, პროგრამა საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და მასში შემავალ 94 თემში, დაინტერესებულ პირებს ახალი ბიზნესების შექნის შესაძლებლობას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, ამ რეგიონებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და შემოსავლების ზრდას. პირველ ეტაპზე, ერთობლივი პროგრამა მოიცავს გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამიზნე თემებს. ამ რეგიონებიდან იდების მიღება 17 მაისამდე გაგრძელდება .

სტარტაპ-საქართველოსა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამაში დაფინანსების მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირმა ორი, პრე-აქსელერაციისა და ინვესტირების ეტაპები უნდა გაიაროს. წარმატებულ ბიზნეს პროექტებს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და „სტარტაპ საქართველო“ ერთობლივად შეარჩევენ. სტარტაპ საქართველო განახორციელებს შეღავათიან გრძელვადიან ინვესტიციას კაპიტალში მონაწილეობის სახით, ხოლო USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა გასცემს საგრანტო დაფინანსებას. თითოეულ წარმატებულ განმცხადებელს მოეთხოვება ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ით თანადაფინანსება. ბიუჯეტის დარჩენილ თანხას თანაბრად დააფინანსებს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და „სტარტაპ საქართველო“. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სტარტაპ-საქართველოს ვებ-გვერდს.

https://startup.gov.ge

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება