ირაკლი ეძგვერაძე - უწყვეტი აქციებით დამფრთხალი „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

უწყვეტი აქციებით შეშინებული, დამფრთხალი „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე. უნდათ, რომ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს საკუთარი მასწავლებლები დააპირისპირონ. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ აქციით მმართველ პარტიას სურს წარმოსახვითი რეალობის შექმნა, „თითქოს ქვეყანაში ხალხის მეორე ნაწილი „რუსულ კანონს“ მხარს უჭერს“.

„უნდათ, რომ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს საკუთარი მასწავლებლები დააპირისპირონ. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ხელოვნური დაპირისპირება. სინამდვილეში, არანაირი ალტერნატიული რეალობა არ არსებობს. ამ კანონს და რუსეთს მხარდაჭერა არ აქვს ხალხში. ერთადერთი, რაზეც მოსახლეობა თანხმდება, არის რუსეთის და ევროპის მიმართ დამოკიდებულება. ევროპა მათ შორის იმის გამო გვინდა, რომ ვეღარასოდეს ვერავინ გაბედოს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და იძულება, გააკეთონ ის, რასაც არ ეთანხმებიან. „ოცნების“ ეს უსუსური მცდელობა, დაამახინჯონ რეალობა, ისევე განწირულია მარცხისთვის, როგორც რუსულ კანონზე წარმოებული ბინძური პროპაგანდა დამარცხდა.

ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული!“ - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს