ომბუდსმენი - აპრილში, უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევის და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს 5 მოქალაქე - აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს უკანონო პრაქტიკას

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უკანონოდ დააკავეს სოფელ არცევის, ოტრევის და დირბის მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს 5 მოქალაქე. აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის პაარატის ინფორმაციაში, რითაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება.

„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კიდევ ერთხელ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა. რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაც.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს მოქალაქეთა უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს