კირილ ბუდანოვი - უკრაინას მაისიდან მძიმე ვითარება ელოდება, მაგრამ არმაგედონი არ მოხდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში - ივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება შეიქმნება, მაგრამ კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება.

„ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მისი პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „რუსები გამოიყენებენ ინტეგრირებულ მიდგომას“.

”ისინი განახორციელებენ კომპლექსურ ოპერაციას. ამაზე თქვენთან ბევრს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში რთული პერიოდი იქნება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს