ეკონომიკის სამინისტრო - მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა - შეირჩა გამარჯვებული კომპანია Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის ყველაზე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა.

მათივე ცნობით, ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

„მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია - მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობას, იზრდება ფრენების რაოდენობაც და შესაბამისად, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, მესტიაში აეროპორტის ახალი ტერმინალი აშენდეს.

მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება