აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევს ეწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი : „რესპუბლიკელები“ თომას კინი და ნატანიელ მორინი და „დემოკრატები“: ბილ კიტინგი და მადლენ დინი.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი რჩება.

შეგახსენებთ, შაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, დაამტკიცა პროექტი, რომელიც უკრაინის შემდგომი მხარდაჭერით, მისი მიღება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება