ლევან დავითაშვილი - საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის - გამორიცხულია, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი

კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, ასევე მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა ინვესტორებისთვის - ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ მიუღია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობდა ამა თუ იმ მიმართულების წასახალისებლად.

„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია- ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობებისა, რომ ჩვენ ამ პირობებში მოვიზიდოთ ახალი დამატებითი ინვესტიციები და კაპიტალი ქვეყანაში. ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ ხოლმე კითხვას, როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, როგორ იყოს საქართველო საფინანსო ცენტრი, ჰაბი და ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და მეტი ინვესტიციები შემოვიდეს. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და მერე შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს. ასე რომ, ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, პირველ რიგში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე, მიაყენებს თუ არა ეს ცვლილებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანს, დავითაშვილის თქმით, ეს გამორიცხულია.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც გამორიცხავს იმას რომ, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი ან რაიმე კუთხით დაისვას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ლევან დავითაშვილი - საგადასახადო ცვლილებები იძლევა საშუალებას, მოვიზიდოთ მეტი კაპიტალი, ინვესტიცია, ქონება და ვიყოთ მიმზიდველი ინვესტორებისთვის - გამორიცხულია, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი

კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, ასევე მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ქვეყანა ინვესტორებისთვის - ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ მიუღია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობდა ამა თუ იმ მიმართულების წასახალისებლად.

„ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, ვფიქრობ, რომ წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციებია- ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობებისა, რომ ჩვენ ამ პირობებში მოვიზიდოთ ახალი დამატებითი ინვესტიციები და კაპიტალი ქვეყანაში. ერთი მხრივ, ჩვენ ვსვამთ ხოლმე კითხვას, როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, როგორ იყოს საქართველო საფინანსო ცენტრი, ჰაბი და ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და მეტი ინვესტიციები შემოვიდეს. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები. რა თქმა უნდა, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და მერე შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს და ფართო მასებს. ასე რომ, ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ამ შემთხვევაში არის მყარი ლოგიკა და მოტივაციები, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, პირველ რიგში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე, მიაყენებს თუ არა ეს ცვლილებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანს, დავითაშვილის თქმით, ეს გამორიცხულია.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც გამორიცხავს იმას რომ, საქართველოს რაიმე კუთხით შეეხოს რეპუტაციულად ზიანი ან რაიმე კუთხით დაისვას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის