გია ვოლსკი - შეკრების დაგეგმვა ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა - საზოგადოება გრძნობს ხიფათს, რომ საერთაშორისო არენაზე დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს

შეკრების დაგეგმვა ძალიან ინტენსიურმა მომართვამ განაპირობა - საზოგადოება გრძნობს ხიფათს იმისა, რომ ეს საერთაშორისო არენაზე, თუნდაც რეგიონში დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს და შეირყეს ის სტაბილური პროცესი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად ახასიათებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 29 აპრილს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მართალია, შეკრებაზე "ქართული ოცნების" დროშა აფრიალდება, მაგრამ არავინ უნდა იფიქროს, რომ იქ მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერები იქნებიან.

"დაგეგმილი შეკრება განაპირობა ძალიან ინტენსიურმა და დიდი რაოდენობით მომართვებმა, რომელიც ჩვენს პარტიაში შემოდის. მართალი გითხრათ, ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხალხს, ვინც გადაჭრით მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" მხოლოდ. საზოგადოება გრძნობს ხიფათს იმისა, რომ ეს საერთაშორისო არენაზე, თუნდაც რეგიონში დანთებული ცეცხლი, შეიძლება, გადმოედოს საქართველოს და შეირყეს ის სტაბილური პროცესი, რომელიც დღეს ახასიათებს ჩვენს ქვეყანას პოზიტიურად. მართალია, ამ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" დროშა აფრიალდება, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ აქ მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იქნებიან. არიან პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები, არიან ადამიანები, ვისაც არც ერთი პარტიის მხარდაჭერა არ უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ფიქრობენ იმ უსაფრთხოებაზე, რაც მათ შვილებს და მათ ოჯახებს სჭირდებათ," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება