ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი, კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ფორუმი - „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობადობის გაზრდას ეძღვნება.

ფორუმზე საქართველოს წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, მათი გავლენა ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელეს ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე.

ფორუმზე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შორის, რომელთაც კონკურსისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„კლიმატის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ადამიანის სიცოცხლე ფაქტობრივად დამოკიდებულია ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ამის შესახებ, მაქსიმალურად შევისწავლოთ ეს საკითხები, როგორც გლობალური მასშტაბით, ისე რეგიონული, საქართველოს მასშტაბითაც.

ფორუმმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე მოსწავლეებში. საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული იყოს ახალგაზრდობა ამ თემით, იმიტომ, რომ ჩვენი მომავალია ამაზე დამოკიდებული“, - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია თოდუა.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის სახელწოდება გახლდათ: კლიმატის ცვლილებების ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორები კურსების თემში. აუდიტორიას გავაცანით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა კურსების თემში, გავაცანით კვლევისა და სტატისტიკის შედეგები“, - აღნიშნავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „ევრიკა“ წევრი, ბარბარე ბიბილეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს