მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსია თემას - „ინვესტირება საქართველოში“ ეძღვნებოდა.

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად, მიხეილ ხიდურელი ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული.

სააგენტოს დირექტორმა უნგრეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს გაუსვა ხაზი.

„მოგეხსენებათ, რომ სააგენტო აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ პოტენციურ ინვესტორებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უნგრეთში ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე არის დაინტერესება ადგილობრივი ინვესტორებისგან“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში კატალინ ბიჰარიმ და უნგრეთის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (HEPA) აღმასრულებელმა დირექტორმა გაბორ იენეიმ.

დისკუსიას ესწრებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთაც უნგრეთის ფარგლებს გარეთ სურთ ინვესტირება და აინტერესებთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე ბიზნეს გარემოს გაცნობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უნგრული კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია "დენტონს ბუდაპეშტის" თანამშრომლობით გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!