ლევან დავითაშვილი - გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პირველმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, საპარლამენტო ფორმატში მოხდება კანონპროექტის პუნქტობრივი განხილვა და საზოგადოებას ექნება მისი შეფასების უფრო უკეთესი შესაძლებლობა.

„კანონის მიღების პროცესში იქნება შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფორმატი, ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შეეძლებათ, კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულად შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება შეაფასებს, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს, რა არის არგუმენტები, რა არის კონტრარგუმენტები და დასკვნას გამოიტანს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, როცა საუბარია გამჭვირვალობის მოთხოვნაზე, ანგარიშვალდებულებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს