საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო

საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს.

„კონგრესზე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, როგორც დაბალი რისკის პრობაციონერთა უნიკალური სარეაბილიტაციო შესაძლებლობა, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის და მისი ეროვნული მნიშვნელობა, ასევე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებაში მიღწეული შედეგები.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრობაციის სისტემას ცალკე ანგარიში ეძღვნება.

მკვლევრების მოსაზრებით, პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრად არის განვითარებული და ეს პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში დაჩქარდა, განპირობებულია პოლიტიკური ნებით, საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებით, სტრატეგიით, რეფორმების თანამიმდევრულობითა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერით.

პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესი 16-18 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გაიმართა“, - ნათქვამია პრობაციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს