ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში ბრიტანელმა იურისტებმა შეხვედრები გამართეს

ბრიტანელი ადვოკატებისა და მოსამართლეებისგან შემდგარმა დელეგაციამ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ჭეხანთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს, ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას თავად ასოციაციამ უმასპინძლა.

„შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს რეგულაციებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს დავების განხილვის კუთხით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებს.

მხარეებმა, ასევე განიხილეს ინგლისური სამართლის უპირატესობები და საქართველოს სამართლის სისტემაში მისი პოპულარიზაციისა და დანერგვის პერსპექტივები. აღნიშნული მიმართულებით ინგლისელმა კოლეგებმა აქტიური მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს