სტუდენტები - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს თსუ-ში საქმიანობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის განცხადებით, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, მოთხოვნით, რომ თსუ-ს ლექტორმა, ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში საქმიანობა აღარ გააგრძელოს.

ამის შესახებ სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადეს.

სტუდენტების თქმით, კობახიძეს არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ჩვენ შევქმნით პეტიციას. ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს თსუ-ში საქმიანობა. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას შეხება ჰქონდეს სტუდენტებთან. ჩვენ ვნახეთ როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა უნივერსიტეტთან, რა დროსაც სტუდენტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კობახიძის დაცვის წევრები. ჩვენ ვხედავთ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ატარებს. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ თსუ-ს სტუდენტებს არ გვსურს ირაკლი კობახიძემ გააგრძელოს საქმიანობა. პეტიციის გამართვა დაიწყება ხვალიდან. ჩვენ ჩავატარებთ კამპანიას”, - განაცხადეს სტუდენტებმა.

სტუდენტებმა თსუ-ს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის აუდიტორიებში შესვლაც სცადეს, რისი უფლება უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა, დაცვამ აქციის მონაწილეებისთვის შესასვლელი კარი ჩაკეტა. შეკრებილების მიზანი იყო ლექციებზე შესვლა და სტუდენტებისთვის მოწოდება, პროტესტს შეერთებოდნენ.

სტუდენტები სკანდირებდნენ: “მშიშრებო, მშიშრებო!”, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს. სტუდენტები შევიდნენ იმ აუდიტორიაში, სადაც პერმიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შაბათობით ლექციებს ატარებს. მათ აუდიტორიაში დაფასთან წარწერები დატოვეს: “დაგველაპარაკე სტუდენტებს, მონა!”ბატონო მონა!”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო