გორში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

გორში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინიციატივით ასფალტზე ხატვის კონკურსი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს.

„დედამიწის დღე გამწვანების აქციებით აღნიშნეს გორის N3 და სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაგა-ბაღებმა. აქტივობებში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. ღონისძიებებში მონაწილეობდა ბაღების პერსონალი აღსაზრდელებთან ერთად.

გამწვანების აქციები ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობამ უზრუნველყო.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინიციატივით დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში სკოლა ,,თამარიონის“ მოსწავლეები გაეცნენ მეტყევისა და რეინჯერის საქმიანობას, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასა და ველური ბუნების შენარჩუნების საჭიროებას. ახალგაზრდებმა მდინარე ტანას მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.

22 აპრილს დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება მისი მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება