CNN - იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს

იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის კონექტიკუტის შტატში, იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებმა პროპალესტინური საპროტესტო ბანაკი რამდენიმე დღის წინ მოაწყვეს.

დემონსტრანტები პოლიციამ ორჯერ გააფრთხილა, მაგრამ სტუდენტების უმეტესობამ საპროტესტო ბანაკი არ დატოვა.

ასევე, დღეიდან ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ვირტუალურ ფორმატში წარიმართება. უნივერსიტეტის ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანს დაძაბულობის განმუხტვა წარმოადგენს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის პოლიციამ პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 108 სტუდენტი დააკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება