ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ,  “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ - ტერიტორიაზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული

სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.

ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ.

ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ.

ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს სთხოვეს, “ქართული ოცნების” ოფისთან” ახლოს გაატარონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები.

ამასთან, მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მანამდე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება