რაფაელ გროსი - ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს

ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი იარაღი“, - აღნიშნა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მოითხოვს „ბევრ სხვა რამეს“ - მაგალითად, დატესტვას.

რაფაელ გროსის განმარტებით, ირანის მტკიცება, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგია სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს.

„მაგალითად, რატომაა საჭირო ამ მიზნებისათვის გამდიდრებული ურანის „ასეთი მოცულობა“ და მისი წარმოების „ასეთი სიჩქარე“?“- აღნიშნა გროსიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანელი კოლეგიების საქმიანობასთან წვდომის საჭირო დონე არ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ის, რომ ირანი ეფექტურად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არ იცის ამის შესახებ, გროსიმ უპასუხა, რომ მას ამაზე სპეკულირება არ შეუძლია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება