ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი - ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები სამწუხაროა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციები სამწუხაროა, რადგან ირანი ქვეყანა თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს უფრო მეტი უკანონო შეზღუდვები ირანის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ირანმა გამოიყენა თავდაცვის უფლება ისრაელის უგუნური აგრესიის ფონზე“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, ირანმა, დამასკოში მისი საელჩოს შენობაზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელზე იერიში 300-ზე მეტი რაკეტითა და დრონით მიიტანა. გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება