გიორგი ვაშაძე - მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? გეშინიათ, სუსტები ხართ - მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - ასე მიმართა “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” წევრებს ეშინიათ და სუსტები არიან”.

“ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს. მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქცია? მივმართავ კობახიძეს, ივანიშვილს, მდინარაძეს - ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? საქართველო ევროკავშირს ზურგს არასდროს შეაქცევს. რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ. ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე.

მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. ვინც არ უნდა მოგთხოვონ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა, არ დაწეროთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტში მყოფ დეპუტატებს იმ ადამიანების "ეშინიათ", რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. პარლამენტში მყოფ დეპუტატებს ძალიან ეშინიათ გარეთ შეკრებილი ადამიანების და ფაქტობრივად, კონტრაქციას აწყობენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ბუნებრივად, ყოველგვარი "მარშრუტკებით" მოყვანის გარეშე, პროტესტს მართავენ. ეს არის რეალური შიში. ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელიც კონტრაქციას უწყობს საკუთარ მოქალაქეებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება