ლაშა ფარულავა - ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს მთავრობას, რომ ეს კანონი რუსულია, ანტიქართული და ანტიევროპული, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის

ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მთავრობას, რომ ეს კანონი არის რუსული, ანტიქართული და ანტიევროპული, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და ამას წინა ვერავინ აღუდგება.

„ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მითითებაა საქართველოს მთავრობის მისამართით, რომ კანონი არის რუსული, რომელიც არის ამავდროულად ანტიქართული, ანტიეროვნული, ვინაიდან ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ცხადია, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და ამას წინა ვერავინ ვერ აღუდგება. ერთადერთი ბარიერი, რომელიც ეღობება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, არის ივანიშვილის პარტია, რომელიც აუცილებლად დამარცხდება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა - ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს