ირაკლი ნადირაძე - 29 აპრილს დაანონსებული კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია

ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია, - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე ხელისუფლების მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას.

მისი განცხადებით, როდესაც ახალგაზრდებისა და მოქალაქეების გულწრფელ პროტესტს უპირისპირებ ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება.

„ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ დამთავრებულია. როდესაც ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა გამოიყვანონ ძალით, რამდენი ტაშიც არ უნდა აკვრევინონ, ქართველი ხალხი ყოველთვის იტყვის - კი ევროპას და არა რუსეთს!

ამიტომ, ეს კანონი არ იქნება მიღებული, არ უნდა იყოს მიღებული და 26 ოქტომბერს, არჩევნებზე, რუსულ კანონთან ერთად, ასევე უნდა დამთავრდეს რუსული ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება