მედია - გერმანიაში  ევროპარლამენტარის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 43 წლის ციან გ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია "აკრედიტებული თანაშემწე".

ციან გ. ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში და გერმანიის პარლამენტის მუშაობის შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემაში.

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ციან გ. ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია და რომ მიმდინარე წლის იანვარში მან თავის დამკვეთებს გადასცა ინფორმაცია ევროპარლამენტში მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ.

“ალტერნატივა გერმანიისთვის” პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ციან გ.-ს დაკავების შესახებ ცნობები "ძალიან შემაშფოთებელია".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს