გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია - უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი - მერე რა?

სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია - ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცულია.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია. არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცული იქნება. უფრო მეტიც, ამ ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება აღარ არსებობს. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება. უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი - მერე რა? ჩვეულებრივად ჩაივლის. ეს უკანონობა ხდება.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სტრასბურგს ხშირად იყენებთ ხოლმე. ძალიან კარგი იქნება, სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით შეახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტრასბურგს ხშირად ახსენებენ ხოლმე. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც ახლა პარლამენტში იხილება, სტრასბურგმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო კანონი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს