იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ - მათ ერთ რამეს ვეტყვი: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი 36 შემოხაზეთ

ჩემი აზრით, თუ პოლიტიკოსებმა ხელი არ შეუშალეს [„არა რუსულ კანონს“ აქციის მონაწილეებს] „რუსული კანონი“ მოწინააღმდეგეები ამ აქციას [„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას] თავის ჭკუაზე გადმოიყვანენ იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ, - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 29 აპრილს „ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ შეკრებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დიდი შანსია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება” შეკრებს, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო” მოითხოვონ.

„ჩემი აზრით, თუ პოლიტიკოსებმა ხელი არ შეუშალეს „რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები ამ აქციას თავის ჭკუაზე გადმოიყვანენ. იმიტომ, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს” აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, რომ საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური” აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები” შეკრებენ, გამოვიდნენ და “არა რუსულ კანონსო” მოითხოვონ - ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი, რუსულ კანონს”, ისინი მოდიან იმისთვის, რომ მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა საჯარო მოხელეებთან მიმართებით დაწყებულ შესაძლო ბულინგს იმ მიზეზით, რომ ისინი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას აპირებენ და აღნიშნა, რომ ის ხალხი, რომლებიც ჩამოდიან აქციაზე, „ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან “ქართული ოცნების” ისეთ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის”მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ“.

„საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების” ისეთ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ. მე გულწრფელად მეცოდება ეს ხალხი და პირობას ვდებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩვენს საჯარო მოსამსახურეებს ამას არასდროს არ გავუკეთებ. რა თქმა უნდა, მე სამსახურის დაკარგვას ვერავის ვურჩევ, მაგრამ ვეტყვი ერთ რამეს: აიღეთ ყველასგან ფული, საბოლოოდ კი შემოხაზეთ 36”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს. აღნიშნული შეკრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის