პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაცემთა დაცვის ოფიცრების ტრენინგ-კურსი დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაცემთა დაცვის ოფიცრების 4 დღიანი ტრენინგ - კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 20-საათიანი სალექციო კურსი ორ ნაკადად მიმდინარეობს და შემდეგ საკითხებს მოიცავს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია - მოვალეობები, დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთა, მათი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და კომპეტენცია. ასევე სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონიდან.

„წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ, კურსს კერძო სექტორის 80 წარმომადგენელი ესწრება. შემდეგი თარიღების შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ტრენინგ კურსი საჯარო სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვისაც ამ უწყებებთან კომუნიკაციის ფარგლებში.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ცნობა ტრენინგზე დასწრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებსა და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება დაუწესა. აღნიშნული სიახლე ძალაში 1 ივნისიდან შედის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება